მ ა დ ლ ი ე რ ე ბ ა
2014 წლის 18 სესტემბერს ქ.რუსთავის #11 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებტან ჩატარდა კლასის საათი თემაზე: ,,მადლიერება“.
მიზანი: მოსწავლეებში ა.) მადლიერების გრძნობის აღზრდა . ბ)ლოგიკური აზროვნების განვითარება. გ) მოსწავლეების მიერ მადლიერების გამოხატვა ყოველდღიურ ყოფა- ცხოვრებაში.
მეთოდი: საუბარი , დიალოგი, პრეზენტაცია.
რესურსი: ვიდეო, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები.
ესწრებოდა მშობლები, რელიგიის მასწავლებელი მ.ბეიტრიშვილი, კლასის ხელმძღვანელი ა. მიმინოშვილი..
კლასის ხელმძღვანელმა ისაუბრა კლასის საათის თემის მიზანზე. ნაჩვენები იქნა სხვადასხვა ვიდეო. მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დიალოგში. ნათლად წარმოაჩინეს თავიანთი შეხედულება მადლიერების შესახებ. წერილობით, ნახატებით და პრეზენტაციით.
2014 წლის 25 სექტემბერს ქ. რუსთავის #11 საჯარო სკოლის VII კლასში ჩატარდა კლასის საათი
თემაზე: ,, არა ძალადობას"
მიზანი: 1)ძალადობის მავნე ზემოქმედების აღიარება.
აქტივობა: დისკუსია, გონებრივი იერიში, სიტუაციების თხრობა.
რესურსი: კითხვარები, ვიდეო მასალა, მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეოები.
ესწრებოდნენ ; კლასის ხელმძღვანელი აზა მიმინოშვილი, მშობლები და მანდატური
კლასის ხელმძღვანელმა აჩვენა ვიდეო,, მოძალადეები"
გაიმართა დისკუსია. მოსწალავლეებმა ისაუბრეს ძალადობის უარყოფით მავნე გავლენაზე. დაგმეს ძალადობა ოჯახში, ქუჩაში, სკოლაში. ცხოველებზე, რომელსაც ხშირად მოზარდები ჩადიან.
მოსწავლეებმა ერთხად უარი უთხრეს ძალადობას.
მათ ეს გამოხატეს ესებში. ნახატებში მათ მიერ მომზადებულ ვიდეოებში.
ხვიჩა ჯაჯანიძე გმობს ძალადობას
ხატია ყურმაშვილი გმობს ყოველგვარ ძალადობას.
გულიკო გზირიშვილი აღშფოთებულია ყოველგვარი
ძალადობით.
მარი ჯაფარიძე გმობს ძალადობას.
2014წლის 3 ოქტომბერს #11საჯარო სკოლისVII კლასის
მოსწავლეებთან ჩატარდა კლასის საათი თემაზე:
,,მასწავლებელი''
მიზანი: ა) პედაგოგის პროფესიის
მეთოდი: დისკუსია,მინი ლექცია, მოსწავლეთა მიერ
მომზადებული ჩანახატები, ესები. ვიდეოები.
მოსწავლეებმა მიულოცეს მასწავლებლის დღე. უსურვეს
წარმატებები, ჯანმრთელობა დღეგრძელი სიცოცხლე.
No comments:
Post a Comment